ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნა არ იქნება და პირიქით, გვექნება ძალიან სტაბილური ეკონომიკური განვითარება:
“ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენმა საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა თითქმის 10% და შარშანდელი წელიც დავხურეთ 9.5 %-ით, რაც არის ძალიან მაღალი მიღწევა, პირველ ადგილზე ვართ არამარტო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. რა თქმა უნდა, ასეთი იქნება 2025 წელიც, თუმცა კეთდება აბსურდული განცხადებები ამ უცხოური აგენტების მხრიდან ხაზარაძე, გილაური და სხვები, რომლებიც ამბობენ, რომ თითქოს ეკონომიკური ვარდნაც კი ემუქრება 2025 წელს ჩვენს ქვეყანას. ეს ყველაფერი თან ხდება რის ფონზე – ჩვენ გვქონდა არაერთი ვიზიტი და ყველა ვიზიტის ფარგლებში იყო საუბარი ინვესტიციებზე. ყველაზე მსხვილი ინვესტიცია უკავშირდება არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, EMAAR ჯგუფს, 6 მლრდ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება შემდეგი 5 წლის განმავლობაში მხოლოდ ამ ერთი კომპანიის მხრიდან. ასევე გვქონდა ძალიან საინტერესო საუბრები სხვა ქვეყნებში ინვესტიციებთან დაკავშირებით. მთლიანობაში, ჩვენ გადაჭარბებით შევასრულებთ იმ 4-წლიან გეგმას, რომელიც წარვადგინეთ წინასაარჩევნოდ საზოგადოების წინაშე..“
კომენტარები