საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი საერთო სიების ფორმირების მიზნით, ოპოზიციაში პრაიმერის ჩატარების იდეას გამოეხმაურა და თქვა:
“საზოგადოებას რამეს ეკითხებიან, რას ნიშნავს პრაიმერისი? შევკრიბოთ საზოგადოება რუსთაველზე, ძველ ათენში კრებდნენ ასე და იქ ავირჩიოთ მმართველები, არ იქნება საჭირო არც პარლამენტი, არც მინისტრთა კაბინეტი, ბობოხიძის, ჯაფარიძის და ვაშაძისნაირ ადამიანებს ავარჩევინოთ და ვიქნებით არხეინად. მათი არჩეული მთავრობა, მათი დაკომპლექტებული პარლამენტი რას აკეთებდა მე მკითხეთ და მოგიყვებით ყველაფერს, 2003 წლიდან 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე ყოველი დღე მახსოვს მათი მმართველობის, არ დამვიწყებია, ზოგიერთისგან განსხვავებით პოლიტიკური სკლეროზი არ დამწყებია, ზოგიერთ ჩემს ყოფილ თანამებრძოლს ვგულისხმობ, ახლა რომ არის აქ ფიანდაზად დაგებული სააკაშვილის ფეხებში და უნიავებს დილიდან საღამომდე, იმათგან განსხვავებით ყველაფერი მახსოვს, მათ შორის, აქ რაც ხდებოდა, კორიდორებში და საპარლამენტო დარბაზებში, როცა ანგრევდნენ ქვეყანას და სპობდნენ. ამიტომ მე არ ვიცი სად ვინ რას ატარებს, რომელ სადარბაზოში, რა პრაიმერისს, უნდათ პრაიმერისები ატარონ და უნდათ ყირაზე გადავიდნენ, ოღონდ ქართველი ხალხის გარეშე, 2024 წლამდე პოლიტიკური ვნებები დაიოკონ, მიბრძანდნენ საარჩევნო ყუთებთან და იქ მოიგონ არჩევნები. სხვა მექანიზმი დემოკრატიულ საზოგადოებაში და იმ ქვეყანაში, ვისაც კანდიდატობა უნდა ევროკავშირის, არ არსებობს, გამორიცხულია, უკანა შესასვლელიდან ხელისუფლებაში ვეღარავინ შევა, ამ ავაზაკებს სწორედ ეს ვნებები აწუხებთ, რომ ხელისუფლების გადატრიალებას ვეღარ ახერხებენ, როგორც მანამდე მოახერხეს, ეს არის მათი მთავარი ვნება და დარდი, რომ ვერ ამხობენ, შტურმით რომ ვერ იღებენ პარლამენტს და ვერ აფურთხებენ სახეში ადამიანებს, ეს უნდათ ყველაფერი დაიბრუნონ, დავესესხები “ძვირფას” ბობოხიძეს – იძალადონ და აღზარდონ ხალხი, მას უნდა აღვეზარდე მე და თქვენ,”
კომენტარები