ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ექიმი, ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა:
“ზოგადად მე შეზღუდვების მომხრე არ ვარ, მაგრამ შეზღუდვები არის საბოლოო გადაწყვეტილება, რომელსაც ვერ გაექცევი, როდესაც ასეთი მატებაა. საქართველოსნაირ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 30%-ზე ცოტა მეტია ვაქცინირებული ორჯერადად მოსახლეობის და პლუს ამას, დღის განმავლობაში 5 000-ზე მეტი ახალი შემთხვევაა, 2 კვირაზე მეტხანს თუ ასეთი სიტუაცია შენარჩუნდა, იმდენად გადაივსება ჰოსპიტალური სექტორი და ისეთი გადატვირთვით მუშაობა მოუწევს, რომ შეიძლება ჩამოიშალოს, ამიტომ სხვა გზა არ რჩება თუ არა შეზღუდვები.
ჩვენ შეზღუდვებამდე მივდივართ, იძულებით მიდის სახელმწიფო, იმიტომ, რომ სხვა გზა არ არის. ალტერნატივა ამის იყო ვაქცინაციის კარგი ტემპით წასვლა და ის, რომ მოზრდილი მოსახლეობის უფრო მეტი ნაწილი ყოფილიყო ვაქცინირებული.
ორი გზა არსებობს სამწუხაროდ ამ პანდემიის დროს: ერთი – ჩვენ ვიტარებთ ვაქცინაციას და ნელ-ნელა ვამსუბუქებთ შეზღუდვებს, გვაქვს დაბალი ჰოსპიტალიზაცია და დაბალი ლეტალობა. ან არ ვიტარებთ ვაქცინაციას და პერიოდულად გვაქვს ეპიდაფეთქებები, თუ გინდა ტალღები დავარქვათ ამას და შესაბამისად ამას მოსდევს სიკვდილიანობის და ჰოსპიტალიზაციის გაზრდა.”
კომენტარები