ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს აწესებს. ინფორმაციას ურსულა ფონ დერ ლეიენი Twitter-ზე ავრცელებს:
- რუსეთიდან წელიწადში 4 მილიარდი ევროს ოდენობით ქვანახშირის იმპორტის აკრძალვა, რაც ზღუდავს რუსეთის შემოსავლის კიდევ ერთ მნიშვნელოვან წყაროს.
- 4 მთავარ რუსულ ბანკთან ტრანზაქციების აკრძალვა, მათ შორის VTB, სიდიდით მეორე რუსული ბანკთან.
- ევროკავშირის პორტებში რუსეთისა და მის მიერ კონტროლირებადი გემებისა და რუსეთის, ბელარუსის საავტომობილო გადამზიდავების შესვლის აკრძალვა.
- 10 მილიარდი ევროს ღირებულების საექსპორტო შეზღუდვები მნიშვნელოვან სფეროებში, მათ შორის, მოწინავე ნახევარგამტარები, მანქანები და სატრანსპორტო აღჭურვილობა
- 5,5 მილიარდი ევროს ღირებულების საიმპორტო აკრძალვები
- მიზანმიმართული ზომები, როგორიცაა ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვებში რუსული კომპანიების მონაწილეობის აკრძალვა.
- ასევე, ევროკავშირის მხრიდან რუსეთის საჯარო ორგანოებისთვის ნებისმიერი ფინანსური მხარდაჭერის აკრძალვა.
კომენტარები