ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას, პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქმიანობებზე შეზღუდვები ეტაპობრივად, ორ კვირაში ერთხელ მოიხსნება.
პირველი ეტაპი – 27 აპრილიდან იწყება
მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება;
ტაქსების ოპერირება;
ონლაინ ვაჭრობა სრულად;
მიტანის სერვისი ნებისმიერ პროდუქტზე;
ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.
მეორე ეტაპი კი 27 აპრილიდან ორ კვირაში იქნება, რომელიც სხვადასხვა შეზღუდვების მოხსნას გულისხმობს.
მეორე ეტაპი – 11 მაისიდან
მშენებლობა;
სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა;
სამშენებლო მასალების წარმოება;
ავტოსამრეცხაოები/ავტოსერვისები;
კომპიუტერის, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი;
სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება.
მესამე ეტაპი – 25 მაისიდან
საცალო და საბითუმო მაღაზიები, გარდა მოლებისა, რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან.
ყველა ტიპის ღია ბაზრობა.
საგამომცემლო საქმიანობა.
მეოთხე ეტაპი – 9 ივნისიდან
სავაჭრო მოლები;
ღია ტიპის რესტორნები/კვების ობიექტები (ადგილზე მომსახურებით);
ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება;
სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები;
მეხუთე ეტაპი – 23 ივნისიდან
დახურული ტიპის ბაზრები;
ყველა ტიპის რესტორნები/კვების ობიექტები (ადგილზე მომსახურებით.)
მეექვსე ეტაპი – 7 ივლისიდან
გასართობი, სპორტულ გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა;
აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი;
სასტუმროები;
საგანმანათლებლო საქმიანობა;
ყველა სხვა საქმიანობა არადისტანციურ რეჟიმში.
კომენტარები