გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:
,,იცით რატომ არ იცვლება დემოკრატიისაკენ ძალიან ბევრი არადემოკრატიული ქვეყნების სიტუაცია?
ოპოზიციას, გინდაც მართლა დაჩმორებული ჰყავდეს ხელისუფალს, ყოველთვის აქვს იმედი, რომ როდესღაც თავად იქნება ხელისუფალი და თავად გამოიყენებს არჩევნების გაყალბების იმ გზას, რომლითაც აქტუალური ხელისუფლება წარმატებით აყალბებს არჩევნებს.
რა ინტერესი უნდა ჰქონდეს დღევანდელ ოპოზიციას და მათგან ბევრ ყოფილ ხელისუფლებას,
იქნება ეს მიშას დროინდელი ბოსები როგორიცაა მაგალითად ბოკერია, რომელიც ყველა არჩევნების დროს ცესკოს კურატორი იყო ხელისუფლებიდან
თუ
რაში ესაჭიროება ბიძინას ყოფილ მინისტრ ქალბატონებს და ბატონებს, ყოფილ პრემიერებს, ყოფილ პრეზიდენტებს რომ გაყალბების სისტემას ახადონ ფარდა?
ისინი ხომ ყველა მილიონერი გახდა?
შია და წყურია რომელიმე ენმს დროინდელ ნამინისტრალს?
ან რომელიმე ბიძინასდროს და ახლა ყოფილ ნამინისტრალს, ნაპრეზიდენტალს და ნაპრემიერალს??
შია და წყურია ტელევიზიის ბოსებს??
არ გაიათმაგეს ქონება მიშას დროის მერე აბსოლუტურად ყველამ ვინ ფლობს ტელევიზიებს და მედიასივრცეს,
ვისაც აქვს არასამთავრობო გახსნილი,
ვინც არის კლინიკებისა და უნივერსიტეტების მფლობელი, ვინაც ბიძინას თავდაკვრით გააკეთა ღვინის თუ სასტუმროების ბიზნესი,
ვინაც ბიძინას თავდაკვრით მოიდგა ფეხი მშენებლობაში და აქირავებს ბინებს მამასისხლად სტუდენტებზე თუ უცხოელებზე თუ რუსეთიდან შემოსულებზე?
არ გაიათქმაგეს ქონება რესტორანჩიკებმაც კი?
ვის უნდა ამ სისტემის შეცვლა,
აი ამიხსენით და კი ბატონო, ბოდიში ყველასთან ამგვარი სიტყვებისათვის.
ვის უნდა ან მედიის, ან შემოსავლის, ან დაფინანსების ან წილების გასაჯაროება და ხილვადობა და დემოკრატიულობის პროცესი???
ყველა, ვინც ფლობს უძრავ ქონებებს და აქირავებს, არის საუცხოოდ კმაყოფილი, საშემოსავლოსაც არ იხდის არავინ,
უხუჭავს თვალს ბატონი მამამზე.
ყველამ, ვინც აიწყო ბიზნესი არის საუცხოოდ კმაყოფილი და ჩუმად თუ აშკარად აფინანსებს ბატონ მამაზეს…
უნდა კი ამ ხალხს რაიმეს შეცვლა??
არა მგონია
ვისაც მართლა რაიმეს შეცვლა უნდა, აი იმას ბიძინას ტროლები აშინებენ
,,რომ შეიცვალოს, ომი იქნება,,
,,რომ შეიცვალოს, დასავლეთი დაკარგვინებს ქართველობას,,
,,რომ შეიცვალოს, დაგჩიპავენ და ჯოჯოხეთში მოხვდები,,
აი ესაა მარტივი თამაში
ამ თამაშს თამაშობს ოპოზიციადწოდებულნი და ხელისუფლადწოდებულნი ბიძინას დირიჟორობით.
ესაა რეალობა და ამას უნდა ბოიკოტი”
კომენტარები