ამ დროისთვის ჩვენს კლინიკაში 46 COVID-ინფიცირებული იმყოფება. მათ შორის არიან მსუბუქი, საშუალო სიმძიმისა და მძიმე პაციენტები-ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მარინა ენდელაძის თქმით, ახალი შემთხვევებებიდან მათ კლინიკას მხოლოდ ერთი პაციენტი დაემატა. მისივე განმარტებით, ყველა შემთხვევა ძველ კლასტერებს უკავშირდება და შიდა გადაცემის ახალი კერა არ დაფიქსირებულა.
კომენტარები