შიდა ქართლის პოლიციის ყოფილი უფროსი ვოვა ჯუღელი კორონავირუსით გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ყოფილი პარლამენტარი გივი თარგამაძე ავრცელებს.
“მძიმე ამბავი შევიტყვე. კოვიდთან ბრძოლაში დამარცხდა მრავალ ბრძოლა გამოვლილი ვოვა ჯუღელი. ნაღდი პოლიციელი. შერიფს ვეძახდი, ზუსტად ამ შემართებით მუშაობდა უმძიმეს პერიოდში გორის სამხარეო პოლიციის უფროსად. ეხლაც მახსოვს – მუდმივად კუთვნილ პიკაპში, მუდმივად მოძრაობაში. ოკუპაციის და შემდგომ უმძიმეს დღეებში ნამდვილ გმირობებს სჩადიოდა. არაერთი ადამიანი გამოსტაცა რუსებს და მარიონეტებს ხელიდან საოკუპაციო ხაზს იქიდანაც კი, სიცოცხლეები გადაარჩინა, თავად ვარ ამ ყველაფრის მომსწრე. ვაჟკაცი, პატრიოტი, შეუპოვარი ადამიანი.
ძალზედ, ძალზედ დამწუხრებული ვარ. განისვენე მშვიდად, მეგობარო”, – წერს თარგამაძე სოციალურ ქსელში.
კომენტარები