შიდა ქართლში, ჩაკეტილ სოფელში მცხოვრებ არცერთ მოსახლეს ვირუსის სიმპტომები არ აღმოაჩნდა. ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სიტუაცია სრულაიდ კონტროლდება.
„ამ დროისთვის, ხიდისყურში სრულად ჩატარდა თერმოსკრინინგი, სოფლის არც ერთ მოსახლეს საეჭვო სიმპტომი ან გართულება არ აღენიშნება, შესაბამისად, სრულად კონტროლირებადია სიტუაცია.
ინდივიდუალურად იქნება შესწავლილი სოფლის თითოეული მოსახლის ნებისმიერი საჭიროება, უკვე დაწყებულია ეს პროცესი და ამ საჭიროებებზე დროულად მოხდება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.
გუშინ სოფელი ხიდისყური, სადაც კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა, ჩაიკეტა.
კომენტარები