პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე:
“✅შემდეგი იქნება უკრაინა”, ამას ვამბობდი მე 2008 წლის აგვისტოში, მაშინ მექსიკაში ვიყავი… და მერე ბრიუსელშიც ვიყავი… პასუხი რა იყო, იცით?! “ეს შეუძლებელია”, “რას პანიკობ”, “ეს ზღაპარია”, “ნუ აზვიადებ”…
✅2022 წლის თებერვალში ვთქვი “დაიწყო მე-3 მსოფლიო ომი”, მაშინ ვიყავი ჟენევაში,, მერე პარიზში და ბრიუსელში ვიყავი… პასუხი რა იყო, იცით?! “ეს შეუძლებელია”, “რას პანიკობ”, “ნუ აზვიადებ”… ჩემი პასუხი იყო მარტივი: “იქნება შიმშილი”, იქნება ახალი პანდემიები”, “იქნება ენერგორესურსებისთვის უფრო სასტიკი ბრძოლა”, “იქნება ლოკალური და, სავარაუდოდ, რეგიონული კონფლიქტები/ომები”, ”იქნება ქაოსი და არეულობა”…
✅სად ვართ ახლა? შიმშილი დაიწყო, ომები დაიწყო, კონფლიქტები დაიწყო, ენერგორესურსებისთვის ომი დაიწყო და პანდემია გრძელდება და მეტიც, ახალი პანდემია შემოგვემატა…
✅რა ვქნათ?!
✅2008 წლის გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ❗️არა მარტო ქართველებმა, პირველ რიგში, ევროპელებმა❗️
✅არ უნდა დაგვავიწყდეს 2008 წლის აგვისტო❗️საქართველომ გადაიხადა უდიდესი ფასი და ამის დავიწყება არის ზუსტად ქართველობის დავიწყება❗️
✅ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილები, ფხიზლები, მობილიზებულები და სიბრძნე მოვძებნოთ საკუთარ თავში❗️
✅არ ავყვეთ ემოციებს და ცივი გონებით დავიცვათ ჩვენი სამშობლო ყველგან, სადაც შეგვიძლია❗️
✅დიახ, იქ, სადაც შეგვიძლია❗️
✅და ბოლოს, მტრის ენა უნდა იცოდე მტერზე უკეთესად, მტრის ჩვევები ისე კარგად უნდა შეისწავლო, რომ მასზე უკეთესად იცოდე, რა უყვარს და რა არა. გვახსოვდეს როცა მტერი შენზე 100-ჯერ ძლიერია და შენ არ გყავს გვერდზე ძლიერი მხარდამჭერი, მტერთან ახლოს უნდა იყო და დიახ, დათმობაზეც უნდა წახვიდე მაგრამ არასდროს არ უნდა დაგავიწყდეს რომ ის შენი მტერია❗️
✅ერთადერთი გზა საქართველოსთვის არის ის, რომ გავხდეთ ძლიერი ოჯახის წევრი და რაც შეიძლება მალე❗️
✅საქართველო ?? გაიმარჯვებს❗️
#drpkhakadze
კომენტარები