“ქართული ოცნების” წევრი, რევაზ არველაძე თავის პოზიციაზე რჩება და ამბობს, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ.
არველაძემ შიმშილის მნიშვნელობაც განმარტა და თქვა, რომ შიმშილია, როცა გარკვეულ პერიოდში ადამიანი კვდება, იმიტომ რომ ვერ მიიღო საჭმელი.
“ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა, განსაკუთრებით, სიღარიბის, აქედანაა ბევრი პრობლემა გამოწვეული. ქუჩაში რასაც ვხედავ, ეს სულაც არ არის დაკავშირებული იმასთან, რამდენად შიმშილობს ადამიანი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თქვენც იცით, გარკვეულ ბიზნესადაა გადაქცეული ბავშვების მათხოვრობა. ბავშვი რომ რაღაცას ითხოვს თქვენ ფიქრობთ, რომ შიმშილობს და იმიტომ ითხოვს?”
ინტერპრესნიუსი
კომენტარები