სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნიკო მიქაია, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“შიმშილის ზონაში მოხვდა ჩემი ქვეყანა! ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველაფერი, რომ იყოს მდიდარი! ქვეყანა, რომელსაც შეუძლია იყოს წარმატებული ყველა სფეროში!
როგორი უცნაური ერი ვართ: ულამაზესი ქვეყანა გვაქვს და ვერ ვუვლით! ძალიან ნიჭიერები ვართ და ვერც ამას ვიყენებთ! ტურისტული მარგალიტები გვაქვს და ჰესებს ვაშენებთ! კულინარიული შედევრები გვაქვს და ვერც ამას ვიყენებთ! ღვინო გვაქვს და უხარისხო სპირტი მიგვაქვს ექსპორტზე, რომ ზოგიერთებმა მეტი ფული იშოვონ და ქვეყნის იმიჯი დაანგრიონ!
ჩვენს ირგვლივ ადამიანებს შიათ და ჩვენ უბრალოდ მშვიდად ვუყურებთ ამ ყველაფერს! ვერ ვისწავლეთ როგორ შეიძლება ვუპატრონოთ ამ მართლაც საოცარ მიწა-წყალს! როდემდე? როდემდე, თორე კი!
როგორ მეცოდები ჩემო დაგლეჯილო და ახლა უკვე მშიერო, ულამაზესო, მაგრამ გაუბედურებულო საქართველო!”
კომენტარები