ჟურნალისტი, ვახო სანაია, 2018 წლის ნიუსს ავრცელებს და წერს:
ეს არის 2018 წლის ნიუსი. აქ სამი დეტალია მნიშვნელოვანი.
პირველი : შიმშილობას რა რისკები ახლავს თან.
მეორე: დაგვიანებულმა ჩარევამ რა შედეგი შეიძლება, გამოიღოს.
მესამე : თურმე შესაძლებელია ციხის გარეთ სხვა კლინიკაში მკურნალობა.
●
შიმშილობის შემდეგ გლდანის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა
N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პატიმარი, 34 წლის გიორგი ფასიეიშვილი გარდაიცვალა. ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა, პროტესტის ნიშნად კი საკვების მიღებასა და მკურნალობაზე უარს აცხადებდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გიორგი ფასიეიშვილი მიმდინარე წლის 31 ივლისს დააკავეს, ხოლო 1–ელ აგვისტოს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იქნა მოთავსებული.
„პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების დღიდან ბრალდებული დაწესებულების მედპერსონალის მუდმივი ყურადღების ქვეშ იმყოფებოდა და სათანადო სამედიცინო მომსახურებით იყო უზრუნველყოფილი, თუმცა სპეციალური პენიტენციური სამსახურის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ბრალდებული უარს აცხადებდა სამსახურის მიერ მისთვის შეთავაზებულ დახმარებაზე, არ ღებულობდა მედიკამენტებს და არ აძლევდა საშუალებას მედპერსონალს, რომ მისთვის სათანადო გამოკვლევები ჩაეტარებინათ“, – განაცხადეს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.
მათივე ცნობით, სექტემბრიდან, სისუსტის გამო, გიორგი ფასიეიშვილი ხუთჯერ იყო ჰოსპიტალიზებული N18 (სამკურნალო) დაწესებულებაში, სადაც უარს აცხადებდა სამედიცინო დახმარებაზე და ისევ N8 დაწესებულებაში დაბრუნებას მოითხოვდა. 5 დეკემბერს ბრალდებული სუიციდის პრევენციის პროგრამაში ჩართეს. 15 დეკემბერს ის ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გარდაცვალებამდე იმყოფებოდა.
„დაესვა დიაგნოზი – ღვიძლის მწვავე და ქვემწვავე უკმარისობა, დაუზუსტებელი თრომბოიტოპენია, დაუზუსტებელი კოაგულოპათია, ბოდვითი აშლილობა, ჰიპოგლიკემია. აღენიშნებოდა წონის დეფიციტი, საერთო სისუსტე. ბრალდებული უარს აცხადებდა გამოკვლევებსა და გასინჯვაზე. გიორგი ფასიეიშვილი იმყოფებოდა ღუდუშაურის თერაპიულ განყოფილებაში, სადაც უცბად განუვითარდა ქოშინი, აპნოე და მიუხედავად ექიმების მცდელობისა და ჩატარებული სარეანიმაციო ღონისძიებებისა 17 დეკემბერს გარდაიცვალა“, – ნათქვამია სპეციალურ პენიტენციურ სამსახურის განცხადებაში.
გარდაცვლილი პატიმარი ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან იყო.
კომენტარები