ქეთი დოლიძე “ტვ პირველთან” საუბრობს:
ივანიშვილი თავისი კაცობით, თავისი ვაჟკაცობით, იყო იმის გარანტი, რომ რაღაც შეიცვლებოდა ქვეყანაში. 2012 წლამდე რა კოშმარული 9 წელი გავიარეთ, არ გვახსოვს? მე მახსოვს. როცა 2012 წელს 600-ზე მეტი სოფელი შემოვიარე, დღეს თუ საჭირო იქნა, “ქართული ოცნებისთვის”, ზუსტად იმდენივე სოფელს შემოვივლი. იგივე რომ დავამკვიდრო და იგივე ვთქვა, რასაც ვამბობდი 2012 წელს.
უკან რომ მოვიდხედოთ და მარტო ის სია ვნახოთ, რა აქვს ამ ადამიანს გაკეთებული ქვეყნისთვის – ეს არ არის საკმარისი იმისთვის რომ მადლობა ვუთხრათ? წავიდა? – უნდოდა და წავიდა. ეტყობა დაინახა რომ მისი მისია ამოიწურა.
მე არ მჯერა რომ სასამართლო სისტემა არის საქართველოს პოლიტიკოსების გადასაწყვეტი. ეს ყველაფერი წყდება იქ, ევროპაში. ზუსტად ვიცი. როცა პოლიტიკოსებს ვკითხე, რატომ არ იცვლება, მიპასუხეს, რომ ჯერჯერობით ამის უფლებას არ აძლევენ.
ეს აღვირახსნილი კაცი კიევიდან რომ გვმოძღვრავს, რა პოლიტიკკაა ეს, ადამიანმა დააქცია ყველა ინსტიტუცია 9 წლის მანძილზე, ენა გააჩეროს, ეს არის ურცხვი ადამიანი, ყველაფერს აკეთებდა და აშენებდა ივანიშვილის ფულით. ყველაფერი, რაც გაკეთდა სააკაშვილის დროს, დააფინანსა ივანიშვილმა და ეს იცის ყველამ. ივანიშვილი არ არის საჯარო ადამიანი, მაქსიმუმ 20 კაცთან ჰქონდა ურთიერთობა ოჯახის გარდა და უცებ დაეტაკა 2 მილიონი გიჟი, გადარეული ადამიანი… უმადურობა, არის ყველაზე საშინელი გრძნობა და ყველაზე დიდი ცოდვა. როცა სასწორზე დადებ მის გაკეთებულ საქმეებს და შეცდომებს, საკადრო პოლიტიკა, თუ გადმოპორტირებული ნაცები, ეს არაფრად მიმაჩნია.
სრულიად ვენდობი გიორგი გახარიას, კარგად ვიცი რა ოჯახიდანაა ირაკლი კობახიძე და მასაც ვენდობი, იმედი მაქვს პოლიტიკურად გაიზრდება….
ყველაზე დიდ შეცდომად მიმაჩნია ქართული ოცნების, რომ პიარი აქვთ ნულზე. არაფერს ამბობენ, რა გაკეთდა ამ მანძილზე. ჩვეულებრივი ადამიანი, არ შედის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საიტზე. შეხედეთ რამდენი რამე გაკეთებული. რომ მაძახებენ ხუთი მილიონიო, ხუთი კი არა, ათჯერ და ასჯერ მეტია გაკეთებული.
მე გავარკვევ რა არის ამ სოფლებისთვის გაკეთებული და მერე დაველაპარაკები მათ, რომლისთვისაც ბოდიში მოსახდელი სულ არა მაქვს. მე არ დავდივარ საერთოდ ელიავაზე, ათასში ერთხელ, მაგრამ მაჩვენეთ ერთი რა ხდება, ერთხელ გაგეკეთებიათ რეპორტაჟი, მაჩვენეთ რას აკეთებენ ელიავას ბაზრობის ხიდის ქვეშ დაბუდებული ხალხი? რატომ არ მიდიან თავის სოფლებში, რატომ არ ამუშავებენ მიწას, რატომ არ უბრუნდებიან მიწას, რატომ? როგორ შეიძლება მთელი საქართველო იყოს თბილისში? მთელი სოფელი ჩამოვიდა თბილისში და დგას ელიავას ხიდის ქვეშ, ეს წარმოუდგენელია.
როცა ივანიშვილმა თქვა, რომ არ იქნება ოცნების მხარდამჭერი, არ მგონია, რომ ზუსტად გამოთქვა, დარწმუნებული ვარ, იგულისხმა, რომ ოცნების საქმეებში არ ჩაერევა. ის სიტყვის კაცია, რასაც იტყვის, იმას ასრულებს.
ჩემი ხელფასი 1000 ლარს არ აცდენილა. ჩემმა ფილმებმა ამდენი მილიონი მოუტანა საბჭოთა კავშირს – ვერ გავიგე, ვინ არის შალვა ნათელაშვილი, რომ ჩემ ბიოგრაფიას შეეხოს? ვის დახმარებია? როგორ უნდა წამოცდეს ივანიშვილზე გადაბრუნებული სიტყვა?
მივწერე ივანიშვილს, რომ მადლობელი ვარ მისი და მას და მის ოჯახს ვუსურვებ წარმატებს. ყოველთვის ვიქნები მისი მადლიერი. ჩემი კოლეგები, 90-იან წლებში შიმშილით დავიხოცებოდით და ამას მამადლის მე არარაობა ნათელაშვილი? იმან რომ შიმშილს გადაგვარჩინა და რაღაცით გვეხმარებოდა რატოა სამარცხვინო? გადახედეთ ჩვენ მილიონერებს, რომელიმემ ეს გააკეთა?
არიან ადამიანების ფენა, რომლებსაც, რა თქმა უნდა უჭირთ, ზოგმა ასე გაიგო, რომ ყველას ჯიბე უნდა გაეწია და ივანიშვილს ფული უნდა ჩაეყარა და იმ საქმეებს, რაც მან ამ წლებში აკეთა, არავინ თვლის.
კომენტარები