დღეს იაპონიის ყოფილი პრემიერმინისტრი, 67 წლის შინძო აბე 8 ივლისის თავდასხმის დროს მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
იაპონურ მედია მაინიჩის წყაროს ცნობით, იაპონიის ყოფილ პრემიერზე, შინძო აბეზე თავდასხმაში ეჭვმიტანილმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე მალევე დააკავეს, პოლიციასთან თქვა, რომ მისი სამიზნე ერთ-ერთი რელიგიური ჯგუფის ლიდერი იყო.
მაინიჩის ინფორმაციით, ქალაქ ნარაში მცხოვრებმა 41 წლის ტეცუია იამაგამიმ, რომელიც მკვლელობის მცდელობის ბრალდებით შემთხვევის ადგილზე დააკავეს, მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი აღიარა.
დაკითხვის დროს ბრალდებულმა ახსენა კონკრეტული რელიგიური ჯგუფი, რომლის სახელსაც მედია არ ასახელებს.
“მე მიზნად ვისახავდი ამ [რელიგიური ჯგუფის] მაღალი წარმომადგენლის მიზანში ამოღებას”. – მაინიჩის ინფორმაციით, თქვა ტეცუია იამაგამიმ.
მედიის ინფორმაციით, ბრალდებულის მიერ ნახსენები რელიგიური ლიდერი შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა.
ამას გარდა,იაპონური მედიის, NHK-ს ინფორმაციით იამაგამიმ დაკითხვაზე “ალოგიკური განცხადებები გააკეთა” და ნარას პრეფექტურის პოლიცია ფრთხილად იძიებენ არის თუ არა ბრალდებული მენტალურად ჯანმრთელი. იამაგამი წარსულში იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალებში მსახურობდა.
იამაგამის დაკავების კადრებში ჩანს, სავარაუდოდ, კუსტრაულად დამზადებული ორლულიანი იარაღი, რომლითაც მან იაპონიის ყოფილ პრემიერს ესროლა.
კომენტარები