დეკანოზი, ილია ჭიღლაძე:
“ილია მეორე მოსაყდრე შიოს ახლოს აღარ იკარებს, სამებაში აგზავნის საწირავად, თავად სიონში წირავს სინოდის წევრებთან ერთად. შობის მერე დღეს პირველად სწირა და ასე გააკეთა უკვე მეორედ. ვფიქრობ, მალე გადადგება მოსაყდრეობიდან შიო. ხალხს აჩვევენ. დიდი ცირკი იმალება ამ თეატრის უკან.
პატრიარქობისთვის ემზადება უმაქნისი მიტროპოლიტი, საკუთარი ეპარქიის მიმტოვებელი მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი. შობას პატრიარქის თანადასწრებით იქადაგა ამბიონიდან არა ქრისტეზე, რომელიც მხოლოდ ერთხელ ახსენა, არამედ ილია მეორეზე, მთელი საშობაო ქადაგება ილია მეორის მდაბიო პანეგირიკი იყო: დღევანდელი შობა იმითაა მნიშვნელოვნი, რომ უწმინდესის დიდი იუბილეაო. დღესაც იგივე გააკეთა, ნათლისღების ქადაგების ნაცვლად ილიამადიდებლური ქადაგება წარმოსთქვა დანიელმა. ესაა არამხოლოდ უკიდურესად მდაბიო ვაზელინობა და მლიქვნელური კაცმადიდებლობა, არამედ საშინელი მკრეხელობა და ერესი: ქრისტე ჩაანაცვლა გახრწნილი პატრიარქით. ასე იკაფავს გზას პატრიარქობისაკენ დანიელი და სუსტი და უნიათო შიო მუჯირი გვერდით ჩააჩოჩა.
დანიელის ეპისკოპოსობა წმინდა წერილის განჩინებას ეწინააღმდეგება, კერძოდ წმ. პავლე მოციქულის სწავლება-მოძღვრება გამორიცხავს, რადგან მოციქული მოითხოვს ეპისკოპოსს სანიმუშო ოჯახი ჰყავდეს, შვილები და ცოლი სანიმუშოები, მაშინ როდესაც ეპისკოპოს დანიელს სასულიერო პირობის დროს ცოლი გაუთხოვდა, ხოლო მისმა ერთადერთმა ვაჟმა თავი მოიკლა.”
კომენტარები