ანტისაოკუპაციო მოძრაობის, “ძალა ერთობაშია” ლიდერი, დავით ქაცარავა:
“ჩვენმა დღევანდელმა პატრულირებამ მცხეთა-მთიანეთში კიდევ ერთ მიმართულებაზე წითელი ნიშნულები აღმოაჩინა – წითლად შეღებილი ხეები ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ, რაც ნიშნავს :
1.მზადებას შემდგომი ბორდერიზაციისთვის
2. რიგ შემთხვევებში უკვე შემდგარ ბორდერიზაციას.
კონკრეტულად ამ შემთხვევაში მოსახლეობა ცდილობს ამ წითელი ნიშნულების მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში არ შევიდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტყე მდებარეობს ჩვენს “კონტროლირებად” მხარეს.
ჩვენი შეფასებით, ეს ნიშნულები მინ. რამდენიმე თვის წინ უნდა გაჩენილიყო ამ ტყეში, შესაძლოა მეტიც, თუმცა ოკუპანტის აგრესიული პოლიტიკის არსი ამით არ იცვლება.
წითელი ნიშნულები სადაც ჩნდება, იქ ავტომატურად იქმნება ე.წ. “შიშის ზონები”.
შიშის ზონა კი გახლავთ ის ტერიტორია, რომელიც მდებარეობს ჩვენს “კონტროლირებად” მხარეს, თუმცა ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები არ ან ვერ შედიან აღნიშნულ არეალში.
ადგილობრივი მოსახლეობა იშვიათ შემთხვევებში იპარება ” შიშის ზონაში”, რათა საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად გამოიტანოს შეშა აღნიშნული ზონიდან.
შესაბამისად, “შიშის ზონა” ფაქტობრივად კონტროლდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ და წარმოადგენს ისეთ ტერიტორიულ ერთეულს, რომელიც დიდი ალბათობით აღმოჩნდება მავთულხლართებს მიღმა, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
2011 წლიდან დღემდე შიშის ზონების საერთო ფართობი შეადგენს მინ. 60 000 000+ კვადრატულ მეტრს.”
კომენტარები