ყოფილი სამართალდამცველი, სამოქალაქო აქტივისტი, ზვიად კუპრავა ტვ პირველის ეთერში ჰყვება:
“შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით არის ძალიან მნიშნელოვანი საკვანძო საკითხები, რომლებიც პრაქტიკულად ხსნის ლაბირინთს და უკანონო ინტერესები შეიძლება გამოიკვეთოს.
ჩემი ინფორმაციით ფოტოგრაფი, რომელიც არის მთავარი მოწმე აღნიშნული საქმის, არის სუსის მაღალი თანამდებობის პირის პრესსპიკერის, ქალბატონი ნინო გიორგობიანის ნათესავი, ის არის უფრო ახლობელი ვიდრე შეიძლება იყოს ნათესავი.
ფოტოგრაფმა, რომელმაც დაინახა ეს უბედურება, დაურეკა გიორგობიანს და თხოვა მას დახმარება, რის შემდეგაც ქალბატონმა გიორგობიანმა მიიღო გადაწყვეტილება და ის შკოდა, რომელიც საქმეში ფიგურირებს, ნინო გიორგობანმა მიუგზავნა მოწმეს”
კომენტარები