ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი, სატირულ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში:
ისტორიკოსის ცნობით, თავდაპირველად აფეთქებები არაპერიოდულად ხდებოდა! ვერ გაიგებდი, როდის და რა აალდებოდა მოსკოვში.
უკვე შემდგომ, აფეთქებებმა იმატა!.. ჯერ იარაღის საწყობი დაიწვა და თან – ლამაზად! შემდეგ რაღაც აგარაკები!.. ჰო, სულ პირველად იყო კრემლის შენობის თავი!
კრემლში ამას არ იმჩნევდნენ! ბუნკერის კაცი გამაგრებლიყო და თვალებს ჭუტავდა!
(ნუ, არც მინსკში იმჩნევდნენ, არც ფხენიანში და კიდევ არც მანაგუაში… და თბილისშიც არ იმჩნევდნენ, მაგრამ ამაზე სხვა დროს).
უკვე ბოლოსკენ, ისტორიკოს სვეტონოვის ცნობით, ხანძარი ექვსი დღე და შვიდი ღამე მძვინვარებდა და მან თოთხმეტი უბნიდან ოთხი სრულიად გაანადგურა…
განადგურდა ანტიქრისტეს მოციქულთა დიდი სასახლე, რომელშიც სახლობდა ვინმე კირილი! უკვე შემდგომ შერაცხული “ეშმას ძმაკაცად”.
… და მხოლოდ მაშინ გამოჩნდა თვალებმოჭუტული შლეგი, რომელიც იყო დამფრთხალი! და მას აღმოხდა – “პერეგააავორიიი”…. “პერეგავოორიიი”.
ფსიქიატრიულ საავადმყოფომდე რომ არც მიუშვეს, ამაზე აღარაფერს ვიტყვი; ოღონდ ეს თლად ბოლოს იყო, იმ დღემდე, ვიდრე კრემლს დიდი ბომბი დაეცემოდა!
და ააალდა! ააალდა! ააალდა!
ხოლო შლეგმა, რომელიც ჰააგაშიც ვერ მოხვდა, მოიკლა თავი და სიკვდილის წინ თქვა – დიიიდი მსახიობი ტოვებს წუთისოფელს!!!

კომენტარები