ადვოკატი, მარი საბიაშვილი, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
“რამდენიმე დღეა, სარფის მკვიდრის მოქ:მირზა კაკაბაძის სარჩელი შევიტანეთ ბათუმის საქალაქო სასამართლოში.. სასარჩელო მოთხოვნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობაა, რომელიც ააიპ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ, სწორედ უკანონო მშენებლობის სამართალდარღვევის ფაქტზე შეუფარდა მირზა კაკაბაძეს და 6000 ლარიან ჯარიმასთან ერთად, შენობის დემონტაჟს სთხოვენ..
საქმე მდგომარეობს შემდეგში:
მირზა კაკაბაძე 2001 წლიდან ფლობს და სარგებლობს სწორედ ამ სასტუმროს წინ მდებარე მიწის ნაკვეთს. ამასთან, მას აქვს უფლებადამდგენი დოკუმენტი, თუმცა, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ვერ დაადგინა მიწის ნაკვეთის იდენტობა და მიმართა ქ.ბათუმის მერიას აღნიშნულის დასადასტურებლად. ბათუმის მერიაში ამ ეტაპზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება (ველოდებით პასუხს), რომ დადგინდეს იდენტობა და მირზამ დაირეგისტრიროს ქონება..
მირზა გახლავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პენსიონერი. ის თავის ორ არასრულწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად, ცხოვრობს სწორედ იმ შენობაში, რომლის დემონტაჟსაც სთხოვენ
რაც შეეხება სალხს..სარფის მოსახლეობის დახმარებით (ფინანსური და ფიზიკური), აშენდა ერთსართულიანი ხის პატარა ნაგებობა, რომელიც მოცულობით და ფუნქციური დანიშნულებით, არ ეწინააღმდეგება აღნიშნულ ქვეზონას..
არ მინდოდა ამ სტატიის დაწერა, თუმცა მინდა თავად შეადაროთ ეს ორი შენობა და ორივეს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები
ვიმედოვნებ, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს ბათუმის მერია, აგრეთვე ბათუმის საქალაქო სასამართლო და ადგილი არ ექნება შერჩევით სამართალს..
გასაგებია ინტერესები, მაგრამ არ უნდა იჩაგრებოდნენ გაჭირვებული ადამიანები..ამხელა შენობისთვის 200 ლარი ჯარიმა და ამ სახლისთვის 6000 ? და თან დემონტაჟი?
უარესი, თუ რეგისტრაციაც ვერ შევძელით..მერე მართალა არ ვიცი რა მოხდება..
ცნობისათვის, სარფის მოსახლეობა ლაზები არიან..მირზაც ლაზია..მოსახლეობა მის გვერდითაა და იფიქრეთ ამაზეც
ჯერ კიდევ ვიტოვებ იმედს
პ.ს სახლის უკან ჩანს სასტუმრო ბათუმის მერია/Batumi City Hallსაქართველოს მთავრობაბათუმის საქალაქო სასამართლო აჭარის მთავრობა / Government of Ajara
კომენტარები