შოკირებული ვარ ოპოზიციის მომხრეთა იმ ჯგუფით, ვინც თვლის, რომ ოცნების 34% მაღალი შედეგია – ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა. ნიკა გვარამიას თქმით ოპოზიციას წინ ხანგრძლივი და უმძიმესი ბრძოლა ელოდება.
„შოკირებული ვარ ოპოზიციის მომხრეთა იმ ჯგუფით, ვინც თვლის, რომ ოცნების 34% მაღალი შედეგია. ესე იგი ჰგონიათ, რომ არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია, ოცნება სახლში წავიდა და შეგვიძლია ხელჩამოშვებულები დაველოდოთ არჩევნებს და გამარჯვების გაფორმება და ოცნების გაშვება მხოლოდ დროის საკითხია.
თუ რამემ დამშოკა ამ კვლევაში, ოპოზიციის ძალიან მაღალმა რეზულტატმა (ენმ-გაერთიანებული ოპოზცია 29% და სრული პროდასავლური სპექტრის გაერთიანებისას – 55%) და ოპომხარდამჭერების ასეთმა არაადეკვატურობამ და რეალობასთან შეუსაბამობამ.
ზუსტად ასეთი არაადეკვატური დამოკიდებულება (ზოგი მგონი არჩევნებზეც არ მივა, იმდენად ჯერა, რომ ყველაფერი უკვე მორჩა) აგებს არჩევნებს, და არა ხელისუფლების „მუშაობა“. წინ ხანგრძლივი და უმძიმესი ბრძოლაა. არაფერი არ დამთავრებულა ჯერ“
„ხვალ რომ არჩევნები იყოს“, გაერთიანებულ ოპოზიციას 55 პროცენტი დაუჭერს მხარს, ქართულ ოცნებას კი 39 პროცენტი. კვლევა, რომლის შედეგებიც ეს რიცხვებია, მთავარი არხის დაკვეთით Ipsos-მა ჩაატარა.
კომენტარები