მსახიობი შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში საყვარელ მამაკაცთან, „კანონიერ ქურდ“ ლაშა ბარათელთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
წყვილის რომანი დიდი ხნის წინ დაიწყო და გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი ბიზნესმენ ქმარს სწორედ ლაშა ბარათელის გამო დაშორდა.
ფოტო, რომელიც შორენამ Instagram-ზე გამოაქვეყნა, ესპანეთში არის გადაღებული. შორენა იქ კარანტინის დროს იმყოფებოდა და საყვარელი მამაკაცისგან საქართველოში დაბრუნების შემდეგ ორკვირიანი კარანტინიც გაიარა.
“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ლაშა ბარათელს კარგი ურთიერთობა აქვს შორენას ქალიშვილთან ევა ბარბაქაძესთან, რომელსაც დაბადების დღეზე მანქანა აჩუქა.
კომენტარები