საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, შოთა არველაძე, 13 მაისს ვერის ბაღში გულშემატკივარს ხვდება:
“13 მაისს, ვერის ბაღის საფეხბურთო სტადიონზე გულშემატკივარს შევხვდები.
ვისაუბრებთ ფეხბურთზე, ჩემს ავტობიოგრაფიულ წიგნზე და სხვადასხვა პერიოდის საინტერესო ამბებზე. ადგილზე, შესაძლებელი იქნება წიგნის შეძენაც და როგორც ერთ-ერთ წინა პოსტში დავწერე, იმ ადამიანებს, ვინც ჩემს შესახებ საინტერესო ისტორიები გაიხსენეს, გადავცემ წიგნებს ჩემი ხელმოწერით. ველოდები თქვენთან შეხვედრას.”

კომენტარები