პოლიტიკოსი თინათინ ხიდაშელი, სოციალურ ქსელში, წერს:
“რამდენიმე საათში შოთაძე ისევ მთავარი პროკურორი გახდება!
ამ პროცესს დღეს და ხვალ ვერაფერი შეაჩერებს!
არა მგონია რაიმე აზრი ქონდეს ეხლა იმაზე წერას რატომ არის ეს გადაწყვეტილება უბრალოდ მეგა პოლიტიკური უზნეობა. ნებისმიერი დეპუტატი რომელიც დღეს მის პროკურორობას ხმას მისცემს სწორედ ამ მეგა პოლიტიკური უზნეობის შემოქმედი და თანაავტორი.
მხოლოდ იმის იმედს ვიტოვებ, რომ საკმარისია იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც ჯერ კიდევ ესმის, რომ ასეთი თავხედი ხელისუფალი არასოდეს გვყოლია და მასთან ერთად გატარებული ყოველი დღე ჩვენი ისედაც ძალიან მყოფე სახელმწიფოებრიობის მსხვრევის პროცესს სულ უფრო აძლიერებს.
იმედს ვიტოვებ, რომ ეს სიბრაზე რომელიც ეხლა მე მახრჩობს ასიათასობით ჩვენს თანამოქალაქეს აქვს და არჩევნებზე საარჩევნო ყუთებზე აისახება.
დღეს სხვა ყველაფერი უბრალოდ ბელეტრისტიკაა”
კომენტარები