მოძრაობა “შეცვალე” სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
ირაკლი შოთაძის პროკურორობის სისხლიანი გზა.
?დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პროკურორობის კანდიდატ შოთაძეს მოუსმინეს.
?შოთაძის ბიოგრაფია 10 გაყალბებულ/გამოუძიებელ საქმეს ითვლის. (მაგ: მაჩალიკაშვილის მკვლელობა, ხორავას ქუჩის საქმე, ციანიდის საქმე)
?სამოქალაქო აქტივისტები, რომლებზეც პარლამენტში შესასვლელი საშვები იყო დაშვებული, კვლავ არ შეუშვა დაცვამ საკანონმდებლო ორგანოში, რათა აღნიშნული გაყალბებული/გამოუძიებელი საქმეები შეეხსენებინათ შოთაძისათვის. სწორედ ამიტომ, ბუშტებით ჰაერში გავუშვით აღნიშნული 10 საქმის დასახელება, რათა ფანჯრიდან მაინც დაენახათ მომავალ პროკურორსა და ,,ქართული ოცნების” დეპუტატებს, რომ საზოგადოებას გვახსოვს როგორ აყალბებდა საქმეებს ირაკლი შოთაძის პროკურატურა.
კომენტარები