შოტლანდია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ქალები უფასოდ მიიღებენ ტამპონებსა და ჰიგიენურ საფენებს. ისინი აფთიაქებში უსასყიდლოდ გაიცემა. კანონპროექტის ავტორი მონიკა ლენონია, პარლამენტმა მას მხარი უკვე დაუჭირა, მხოლოდ ერთმა დეპუტატმა შეიკავა თავი ხმის მიცემისგან.
“ეს არაა ფუფუნების ნივთები. ეს ნივთები აუცილებელია და ქვეყანაში ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი”, – ამბობს კანონპროექტის ავტორი.
კომენტარები