ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა:
“შოვი, მეწყერი, დავიწყოთ კარგი ამბით:
კავშირზე გამოვიდნენ ადამიანები ახლობლებთან, რომლებიც ტყეში არიან მაშველებთან ერთად (150-მდე ადამიანი), მათ შორის არიან ბანაკის მოსწავლეები, ტურისტები – აქვთ ღამის გასათევად აუცილებელი ატრიბუტები, წყალი, საკვები, ფანრები, სავარაუდოდ, მაშვერლებს აქვთ იარაღიც ნადირის საშიშროების გათვალისწინებით. ისინი მეწყრის ზონიდან მოშორებით არიან, ელოდებიან ხილვადობას (გამთენიას) – ამ ადგილისკენ დამატებით, ქვეითად, მიდიან მაშველებიც, გლოლაში მაშველების დამატებითი ჯგუფებია შეყვანილი.
ცუდი ისაა, რომ წვიმა დაიწყო…
კომენტარები