რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, განიხილავს რა “ევრონიუსზე” გასულ რეპორტაჟს, რომელშიც საქართველოს ოკუპაციაზე ჟურნალისტი გოგა აფციაური საუბრობს, საქართველოს პირველ, აწ უკვე გარდაცვლილ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას შოვინიზმში და კონფლიქტის დაწყებაში ადანაშაულებს, იგი ასევე მის სახელთან აკავშირებს სეპარატიზმსაც.
ლავროვი:
“აქ არ ამბობენ, რა ტიპის სეპარატიზმი გამოვლინდა საქართველოში, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე, როცა გამსახურდია შოვინისტურად ითხოვდა აფხაზებისგან წადით ან “გაქართველდითო”, ხოლო “სამხრეთ ოსებს” საერთოდ არ თვლიდა ადამიანებად და ეუბნებოდა გაეთრიეთ თქვეს ჩრდილოეთ ოსეთშიო, არავინ არაფერს ამაზე არ ამბობს.”
შენიშვნა:
სერგეი ლავროვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს “აფხაზეთად” და “სამხრეთ ოსეთად” მოიხსენიებს.
კომენტარები