შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში ამბობენ, რომ სტიქიის ზონაში კიდევ 6 ადამიანს ეძებენ.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, სადაც დამსვენებლები იყვნენ.
ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კომენტარები