3 აგვისტოს, შოვში მეწყრულ-ღვარცოფული მოვლენების დროს დაღუპულთა და ამოცნობილთა ოფგიციალური ბაზა ამ დრომდე არ არსებობს.
გამოცემა “ოდიშინიუსი” აქვეყნებს სიას, რომელიც სტიქიის ზონაში მომუშავე ჟურნალისტებისგანაა შედგენილი. სია, შესაძლოა, დაზუსტებას საჭიროებდეს.
სულ 31 ცხედარია ნაპოვნი, აქედან, ოფიციალურად, 28 ადამიანია ამოცნობილი, მედიის ინფორმაციით კი 30.
რატომ არის სხვაობა ოფიციალურ და არაოფიციალურ სიებში ამოცნობილებთან დაკავშირებით?
ოფიციალური პირები დაზუსტებით ვერ ამბობენ, სანამ დნმ-ის პასუხი არ არის, მაგალითად, იგივე ზაზა მესხზე, ამიტომ ის ჯერ არ ითვლება იდენტიფიცირებულად, თუმცა, ოჯახის წევრებმა ის ბეჭდით ამოიცნეს. იგივე ითქმის გვანცა ბუბაშვილზე.
ამოცნობილები (შესაძლოა, დაზუსტებას საჭიროებდეს, სია არაოფიციალურია):
1.გიორგი გოგინაშვილი2.გიორგი ყარალაშვილი3.სოფო ყარალაშვილი.4.დავით ბერიაშვილი5.გენადი სულთანიშვილი6.მეგი გუტაშვილი7.გიგი გუტაშვილი8.მარინე ხორბალაძე9.ნატო ჭელიძე10.ლუკა დუდაშვილი11. ანდრია დუდაშვილი12.შორენა ბიჭაშვილი13.მარიამ მაისურაძე14.ქეთევან ლობჟანიძე15.სამირა ისაევა16.ნინი კენჭაძე17.ალინა პოლიკოვსკა18.ზაზა მესხი19.ზაზა მესხის უფროსი შილი20.ქსენია ტრიჩევა21.სოფო ბაკურაძე22.მანანა ჯაჭვაძე23.თემურ ჩარკვიანი24. დიტო ფირცხალავა25.ნიკა ჩალაძე26.სალომე ხეთაგური27.კოტე მაისურაძე28.ლევან რაზმაძე29.ანასტასია დუდაშვილი30. გვანცა ბუბაშვილი31. ?? ??
ეძებენ კიდევ ორ ბავშვს.
რატომ ეძებენ ორს და არა სამს (ზაზა მესხის ორი შვილი, გიორგი ხორბალაძე)?
– იმიტომ რომ გუშინ ნაპოვნი ბავშვის ცხედრის ვიზუალურად ამოცნობა შეუძლებელია და ელოდებიან დნმ-ის პასუხს, მანამდე კი ერთი ბავშვი მოსაძებნთა სიიდან ამოღებულია.
ელოდებიან სამი დნმ ანალიზის პასუხს.
რატომ ელოდებიან სამი დნმ-ის პასუხს, თუ ამოცნობილია 30 და ნაპოვნია 31 ცხედარი?
ზაზა მესხი და გვანცა ბუბაშვილი ოჯახის წევრებმა კი ამოიცნეს, მაგრამ ცხედრები გენეტიკურ ექსპერტიზას ექვემდებარება. მხოლოდ ამის შემდეგ ითვლებიან ისინი ამოცნობილად. ასევე, გენეტიკურ ექსპეტრიზას საჭიროებს ბავშის ცხედარი, რომელიც გუშინ, 24 აგვისტოს იპოვეს.
ავტორი – ჟურნალისტი და ოდიშინიუსის დამფუძნებელი, ლაშა ბერულავა
წყარო – ოდიშინიუსი
კომენტარები