საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“მამა თეოდორე გიგნაძესთან რაიმე დაპირისპირებას სრულიად გამოვრიცხავ, ვითარების ამგვარად წარმოჩენის ყველა მცდელობა იქნება უშედეგო.
ეხება ზოგიერთ მედიასაშუალებას.”
ანდრია ჯაღმაიძის ამ წერილის ქვეშ, ჟურნალისტ არჩილ გამზარდიას და ჯაღმაძის დიალოგი შედგა:
არჩილ გამზარდია:
გამეღიმა, არადა სასულიერო პირები წესით არ უნდა იტყუებოდეთ.
ანდრია ჯაღმაიძე:
გაღიმებულებიც დარჩენილან…
არჩილ გამზარდია:
კი, თქვენი მოწადინებით.
ანდრია ჯაღმაიძე:
მაგის თქმას, რა მნიშვნელობა აქვს?
არჩილ გამზარდია:
ეჰ… მამაო, ადრე თუ გვიან მოგიტრიალდებათ უკან ეგ ყველაფერი, რასაც აშავებთ. აუცილებლად მოგიტრიალდებათ.
ანდრია ჯაღმაიძე:
არჩილ რადგან გიცნობ, იმიტომ მოგწერე, ეხლა გთხოვ დაწერე რამე, რომ გაამართლო შენი ნათქვამი “რეებს ვაკეთებ”, დაწერე პირდაპირ, ნუ დამალავ ნურაფერს.
არჩილ გამზარდია:
მე მუდმივად ვსაუბრობ სასულიერო პირებზე ზემოქმედებაზე, ფუნდამენტალიზმის ხელშეწყობაზე, აგრესიის და სიძულვილის ხელშეწყობაზე, შპს რომ გახადეთ ეკლესია,, “გვაწყობს-არ გვაწყობს” მიდგომით რაზე ისაუბროთ და რაზე – არა, კრიტიკის მიუღებლობაზე, შერჩევით სამართლიანობაზე ეკლესიაში საპატრიარქოს მხრიდან, მედიასთან შერჩევით რეჟიმში კომუნიკაციაზე და ა.შ. რა ჩამოთვლის.
ანდრია ჯაღმაიძე:
მიუღებლობა? შესანიშნავი პასუხია. და ბრაზობთ, რომ თქვენთან არ მოვდივარ გადაცემაში? იყავით მიმტევებელი და ამის გამო ნუ გადაიქცევით მტრად. მარტო ჩვენ გვევალება “მიმღებლობა?” , მიგვიღეთ ასეთები. მე ხომ არასოდეს გესხმით თავს? შეიძლება უარი ვთქვა ეთერზე? ამის გამო რა, უნდა თავდასხმების მეშინოდეს? ეს არის თქვენი მორალური სტანდარტი? და უნდა მორალი მიკითხოთ, თქვენთან ეთერში არ მისვლის გამო? სამაგიერო იქნება, თქვენც ნუ მოხვალთ, თუ როდისმე მოგიწვევთ, შეგიძლიათ აქაც აღარ შემეხმიანოთ.
არჩილ გამზარდია:
ჯერ ერთი, ვალდებულებებს ვერ გრძნობთ, მეორე გავიწყდებათ ქრისტეს სამოსი რომ გაცვიათ და სხვა ვალდებულებევი გაქვთ, უფლებებზე მეტი, მესამე მაგ ერთის გარდა კიდევ ბევრი რამ წერია და კიდეც ბევრზე დაგზოგეთ და არ დავწერე. ე.ი. დანარჩენზე არაფერი გაქვთ სათქმელი. თქვენ ხომ იცით, იმ სივრცეს, სადაც თქვენ ხართ, გარედან კი არა, შიგნიდან ვიცნობ. ამდენ თემას რომ ასე ავიწროვებთ, ესაა თქვენი სათქმელი? თუ აქ ჩემი კომენტარების გეშინიათ, დამბლოკეთ ბარემ, ერთი და ორი მაკრიტიკებელი დაგიბლოკავთ?
მოგვიანებით, არჩილ გამზარდიამ თავის გვერდზე დაწერა, რომ ანდრია ჯაღმაიძემ იგი დაბლოკა.
მამა თეოდორეს ქადაგება:
“პანდემიის თემას არაერთხელ შევეხე, სავსებით ბუნებრივია. რაც შეეხება ბოდიშის მოხდას და არასწორ დამოკიდებულებას, იყო ეს არასწორი დამოკიდებულება. თავიდან არ იცოდნენ რა იყო, ბევრს გრიპი ეგონა, მერე უკვე, პრობლემა ის კი არ არის, რომ არ იცოდნენ, არამედ გაჩნდა პრობლემა, რომ ჩვენ მტრები გვყავს… არ გავითვალისწინეთ წარსულის გამოცდილება. არსებობდა ქოლერა, შავი ჭირი. ეს ასე ხდებოდა ყოველთვის. იყო პანდემია და იყო მის მიმართ ჯანსაღი და არაჯანსაღი დამოკიდებულება, მაგალითად, ყვავილის წინააღმდეგ აცრა ეგონათ ანტიქრისტეს ბეჭედი. ხომ გეცნობათ?
ბოდიში მოსახდელი იყო. ჩვენი ბოდიში არ ნიშნავს იმას, რომ ეკლესიას აქვს ბოდიში მოსახდელი.”
კომენტარები