ფოტო: Twitter
France 24 წერს, რომ შრი-ლანკის პრეზიდენტმა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი გადააყენა, რომელიც საჯაროდ უჭერდა მხარს კორონავირუსთან ბრძოლაში ჯადოქრობისა და მაგიური ელექსირების გამოყენებას.
გამოცემის ინფორმაციით, პავიტრა ვანიარაჩჩი იანვარში თავად გახდა კოვიდინფიცირებული, მანამდე კი მან საჯაროდ მიიღო ვირუსის საწინააღმდეგო „ვაქცინა“ – ანუ ადგილობრივი “ჯადოქრის” მომზადებული მაგიური ელექსირი.
მინისტრმა ადგილობრივი კაცის, რომელიც თავს ღმერთს უწოდებს, ნაკურთხი წყალი მდინარეში გადაასხა.
პრემიერმა ვანაიარაჩი მინისტრთა კაბინეტიდან არ დაითხოვა და მას ტრანსპორტის მინისტრის პორტფელი ჩააბარეს.
კომენტარები