დღეს შს მინისტრი თანმხლებ პირებთან ერთად იყო ერგნეთს სტუმრობდა.
როგორც “ალიასთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური და მისი თანმხლები პირები პატრულის თანამშრომელმა ქალბატონმა დააჯარიმა.
შს მინისტრი დაჯარიმდა იმისათვის რომ ის და მისი თანმხლები პირები არ იცავდნენ სოციალურ დისტანციას და არ იყვნენ ერთმანეთისგან არათუ ორი მეტრით, ერთი მეტრითაც კი დაშორებულნი.
გარდა ამისა, შს მინისტრს არათუ სამ ადამიანზე მეტი, ათ ადამიანზე მეტი ახლდა თან – რაც კანონდარღვევაა, რადგან როგორც პრემიერმა განაცხადა, ყველგან და ყველასთვის ვრცელდება აკრძალვა.
ასევე, როგორც “ალიას” უყვებიან, შს მინისტრის თანმხლები პირების ნაწილს თან არ ჰქონდათ საშვები.
გადავიდეთ მასალის იმ ნაწილზე, სადაც უნდა მოგიყვეთ, ვინ მოგვაწოდა ინფორმაცია – არის ასეთი დღე და მას ჰქვია პირველი აპრილი.
რა თქმა უნდა გომელაური არ დაუჯარიმებიათ და საპირველაპრილო ხუმრობაა. ხო, ჯერ კიდევ პირველი აპრილია…
კომენტარები