ქუთაისში, სადაც საქართველოს ბანკის ფილიალის შენობაში უკვე 4 საათია 12 მძევალი შეიარაღებული თავდამსხმელის პირისპირაა, შს მინისტრი ამ დრომდე არ ჩასულა. ჯერჯერობით უცნობია რას გეგმავს და გეგმავს თუ არა ადგილზე მისვლას ვახტანგ გომელაური.
თავდამსხმელი კი მოთხოვნებს აყენებს – ითხოვს 2 მილიონ აშშ დოლარს, ვერტმფრენს, მიკროავტობუსს, რუსეთის დროშასა და ანკესს. მან მოთხოვნების შესასრულებლად 3 საათი დააწესა.
ბანკიდან გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ სავარაუდო თავდამსხმელი სამხედრო ფორმაშია, ნიღაბი უკეთია და წებოვანი ლენტებით აქვს დამაგრებული, სავარაუდოდ ხელნაკეთი ასაფეთქებელი საშულებებში. ასევე, კადრებში ჩანს, რომ სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობაა დამონტაჟებული, ბანკის შესასვლელ კარზე.
ვინ ხელმძღვანელობს თავდამსხმელთან დაწყებულ მოლაპარაკებებს შსს–დან?
კომენტარები