ჟურნალისტ ბუბა ჩივაძის ინფორმაციით, შს მინისტრი ძალოვან უწყებაში მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულ პირებს აბრუნებს, კერძოდ, ჟურნალისტი ამობს, რომ ვახტანგ გომელაურმა ბაღდათის პოლიციის უფროსის მოადგილედ ქრთამის აღების ბრალდებით გასამართლებული პირი, კობა კბილაშვილი დაინიშნა. კბილაშვილს ხელორკილი რამდენიმე წლის წინ, პოლიციის შენობაში დაადეს. ციხის დატოვება მან მას შემდეგ მოახერხა, რაც საქმის მთავარი მოწმე გაურკვევლ ვითარებაში გარდაიცვალა.
ეს ადამიანი დააბრუნეს იმიტომ, რომ ბაღდათში არჩევნები უნდა მოიგოს და ჰპირდებიან მერე, რომ დააწინაურებენ სამხარაო პოლიციის უფროსის პოსტზე. მობილიზებას ახდენს კრიმინალური ავტორიტეტების, მისი დის ქმარიც, სიძეც ავტორიტეტია, ანუ არჩევნებს „ოცნება“ კი არ იგებს, კრიმინალური ავტორიტეტები იგებენ. მისი უშუალოდ ხელმძღვანელი პირი არის შს მინისტრის პირველი მოადგილე ბედოიძე, რომელსაც აბარია რეგიონებში არჩევნების მოგება, – ამბობს ბუბა ჩივაძე.
წყარო – ტვ პირველი
კომენტარები