ანი დვალიშვილი
გაგიკვირდებათ და, ოპოზიცია სექტემბრისთვის ემზადება და მერე როგორ, როგორც „ალიას“ უყვებიან, ისინი თანამდებობებს ინაწილებენ და ამ განაწილებაში ისეთი გაწევ-გამოწევაა, დედა-შვილს კი არა, დავით ბერძენიშვილი ზუკას ვერ აიყვანს ხელში. მოკლედ, როგორც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი „ალიას“ უყვება, ამერიკიდან და ევროპიდან მიღებულია იმდენად სერიოზული მესიჯი, რომ გუნდის ლიდერები დარწმუნდნენ, სექტემბერში სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება და ხელისუფლებაში სწორედ ოპოზიცია მოვა. მეტიც, თანამდებობების დანაწილების პროცესი არამხოლოდ მინისტრების, არამედ მათი მოადგილეების და დეპარტამენტის ხელმძღვანელების დონემდეა დასული. შს მინისტრის მოადგილეობას ერთ-ერთ პიროვნებას დაპირდნენ, რომელმაც… ეს ამბავი გრანდიოზული სუფრით რესტორანში აღნიშნა და ეს არის ის, რასაც შესაძლოა ვინმემ სისულელე და სიგიჟე უწოდოს, მაგრამ არა ნაციონალური მოძრაობის შიგნით.
და მაინც, რა მესიჯი მიიღეს ასეთი ოპოზიციის ლიდერებმა, რომ უკვე თანამდებობებს ინაწილებენ. არა, ქართული რეალობისთვის ეს უცხო ხილი არ არის, ასე იყო ყოველთვის, როცა ხელისუფლებაში მოსვლის სუნს იკრავდნენ, ყველა სკამებზე იწყებდა საუბარს, მაგრამ ახლა, დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, თითქოს რევოლუციური სიო არსაიდან უბერავს. როგორც გვეუბნებიაან, დასავლეთი საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აიძულებს კოალიცციური მთავრობის შექმნას და ამ კოალიციურ მთავრობაში, ეკონომიკურ გუნდს პლუს შს მინისტრი, სწორედ რომ ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება. ისევ ვიმეორებთ, დღეის მდგომარეობით, ამის არანაირი წინაპირობა არ ჩანს, მაგრამ…
კომენტარები