შსს ახალ სკანდალში ეხვევა – 15 წლის მოზარდის ოჯახი პოლიციელებს დანაშაულში ამხელს. დაკავებული არასრულწლოვანი პოლიციის სამმართველოს შენობაში მთელი ღამის განმავლობაში, კანონიერი წარმომადგენლის გარეშე იმყოფებოდა. მოზარდის შესახებ ინფორმაცია ოჯახის წევრებს არ ჰქონდათ.არასრულწლოვანი დედა აცხადებს, რომ გუშინ პოლიციიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მისი შვილი ტელეფონის ქურდობის ბრალდებით წინასწარი დაკავების იზოლატორში იყო გადაყვანილი.
მოზარდის მშოვლები მთელი ღამე მთავარ სამმართველოსთან იყვნენ, თუმცა არც მათ და არც ადვოკატს სამართალდამცველებმა ბავშვის მონახულების საშუალება არ მისცეს.
“არ ვიცი დაკავების დრო, რა დროს დააკავეს, მითხრეს მობრძანდით თქვენი შვილი დავაკავეთო. მოვედი და დაგვირეკა, რომ ხვალ მობრძანდითო, გამომძიებელმა დამირეკა და იგივე განმიცხადა. ვრეკავდი და არც გამომძიებელმა მიპასუხა, არც ოფიცერმა. ადვოკატმაც დაურეკა და ტელეფონი გაუთიშეს” – აცხადებს მოზარდის დედა.
კომენტარები