შსს-მ ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი, კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა და ამჯერად, არასრულწლოვანთა სახეები დაფარა. მართალია, კითხვაზე, რატომ არ დაფარა გუშინდელ ვიდეოში არასრულწლოვანთა სახე, არ გვიპასუხა, მაგრამ, როგორც ჩანს, გაიზიარა “ალიას” შენიშვნა.
დაასპონსორებს, თუ არა, ამ ვიდეოსაც შსს, და გაავრცელებს, თუ არა მათაც დაფინანსებული რეკლამის სახით, როგორც გუშინ მოიქცა, უცნობია, დღეს ისინი “ალიას” ზარებს არ პასუხობენ.
შსს-ს ბრიფინგი იმითაა აღსანიშნავი, რომ, როგორც ამტკიცებენ, მათ შეუძლიათ, 24 საათში მოიპოვონ და დაამუშაონ 65 კამერიდან ვიდეოჩანაწერები და ასევე 24 საათში მიიღონ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტიზის შუალედური დასკვნა.
ვიდეო, რომელსაც შსს დღეს ავრცელებს:
კომენტარები