შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 1000-1000 ლარით დააჯარიმა 7 პირი, რომლებმაც პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. ვიდეო კადრების გასაშიფრად და სამართალდარღვევების მოსაძებნად პოლიციას 2 დღე დასჭირდა.
იმავე დღესვე, ალტ–ინფოს ერთ–ერთი ლიდერი, ზურაბ მახარაძე, აქციაზე აცხადებდა:
“ჩვენმა მთავრობამ მაგ ჭინჭის დახევაზე ჯარიმა დააწესა, მე ჩამოვხსენი ეგ, ქვითარი გამომიგზავნე, ფეხზე მკიდია, საქართველოში უნდა ეკიდოს მარტო საქართველოს დროშა.”
ჯერ კიდევ გუშინ საღამოს, შსს–ს მაღალჩინოსანი ამტკიცებდა, რომ პირთა იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. შსს–ს არც მაშინ დაუწყია რეაგირება, როცა ჟურნალისტებმა იმ პირთა სახელების და გვარების გავრცელება დაიწყეს, ვინც თავადვე ამოიცნეს.
გუშინ საღამოს, ერთ–ერთი ის პირი, ვინც მონაწილეობდა დროშის ჩამოხსნაში, ჟურნალისტ ნატო გოგელიას დაესხა თავს.
ვინ არის პირი, ვინც ჟურნალისტს თავს დაესხა და რას წერდა თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ნატო გოგელია
კომენტარები