ტვ 1-ის ეთერში კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მონასტრის წინამძღოლი საუბრობს.
შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, მამა დავითმა, ყინწვისის კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ახალი მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. შსს-მ გააკეთა განცხადება, რომ გამოძიება დაწყებულია 236-ე მუხლით, იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე.
მამა საბა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას:
მშობლები გვყავს, ახლობლები, მეგობრები, ასეთი ცრუ ინფორმაცია რომ ვრცელდება, ისინი ნახულობენ ამას და მერე რომ ვბრაზდებით ჟურნალისტებზე, გწყინთ.
მხედავთ, როგორ ვარ და რა მდგომარეობაში ვარ, ერთმა მითხრა, ხელი ასწიე, მარცხენა ხელში ხარ დაჭრილიო და სანამ არ ვაჩვენე, არ დაიჯერა.
დედაც ნახავს ახლა და ყველა ახლობელიც, რომ არ არის ასე და სიცრუეა.
მე მინდა, თქვენი ჭირიმე, გითხრათ, რომ შსს-მ ჩატარა რაღაცა, არ ვიცი საიდან ამოიღო ეს იარაღი, არ ვიცი, ბევრ სამუშაოს ატარებს და ბევრი იარაღი ამოაქვთ, მე ვარ ყინწვისის კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მონასტრის წინამძღოლი, არქიმანდრიტი საბა ჟღენტი და არ ვარ შსს-ს წარმომადგენელი.
მე ვუარყოფ იმას, რომ აქ, საბას კოშკში, არანაირი ოპერაცია არ ჩატარებული და არანაირი იარაღი არ ამოუღიათ და მამა დავითთან რა გააკეთეს და რა ამოიღეს, არ ვიცი.
მე არა მაქვს ინფორმაცია და არ ვიცი, ყინწვისის მამათა მონასტერში ვინმე ამოსულიყოს და იარაღი ამოეღოს – ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს.”
კომენტარები