შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6-7 თებერვლის ე.წ. დაუმორჩილებლობის აქციაზე, გადაადგილების შეზღუდვის დარღვევის ფაქტზე, 51 პირის იდენტიფიცირება მოახდინა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, იდენტიფიცირებულთაგან რვა პირი 2 000-2 000 ლარით დაჯარიმდა, 24 პირზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს.
შსს-ს ცნობით, გადაადგილების შეზღუდვის დარღვევის განმეორების გამო 19 პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის წესით გამოძიება 248 პრიმა მუხლით, თუმცა იდენტიფიცირებული პირების ვინაობას არ აკონკრეტებენ.
51 ადამიანის ჯარიმა – 102 000 ლარია. ცოტაა, ბატონო, უფრო მეტნი უნდა გამოვსულიყავით და მეტი იქნებოდა! არ ვზრუნავთ ბიუჯეტზე!
თუ მართლაც დანაშაულს ჰქონდა ადგილი – ადგილზე რატომ ვერ და არ დააჯარიმეთ? ანუ, აცადეთ “დანაშაულის” ჩადენა და მერე დაიწყეთ იდენტიფიცირება? ახლა აქციის ყველა მონაწილე და მათი ყველა კონტაქტი უნდა დატესტოთ, ბატონებო, თორემ, აბა, ისე როგორ? საქმე მართლაც ფულში ხომ არაა?
“ლელოს” წევრი, საბა ბუაძე სოციალურ ქსელში, წერს:
“მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდა! შსს-დან დამირეკეს და მამცნეს, რომ დაუმორჩილებლობის მარშში მონაწილეობისთვის და კომენდანტის საათის დარღვევისთვის მაჯარიმებენ.
აბა თქვენ იცით!”
კომენტარები