დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 15 წლის მოზარდი დააკავეს და მშობლებს და ადვოკატს, მთელი ღამის მანძილზე არ მიეცათ, მისი ნახვის შესაძლებლობა.
შსს-მ კომენტარი გააკეთა ამ ფაქტთან დაკავშირებით, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“პოლიციამ, დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დააკავა არასრულწლოვანი. დაკავების შესახებ ეცნობა მის კანონიერ წარმომადგენელს.
არასრულწლოვანთან დაკავების შემდეგ რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედება, არ ჩატარებულა. მოზარდი დაკავების შემდეგ შესახლებულ იქნა დროებითი მოთავსების იზოლატორში. ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.”
“ალიამ” იკითხა, შედის თუ არა საგამოძიებო ქმედებაში დაკითხვა და დაიკითხა, თუ არა არასრულწლოვანი – რაზედაც გვიპასუხეს, რომ 15 წლის მოზარდი ჯერ არ დაკითხულა.
კომენტარები