თანამდებობიდან შს სამინისტროს მაღალჩინოსანი წავიდა. პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ ჭაბუკ რაფავას გომელაურის უწყებაში ოპერატიულ -ტექნიკური სამსახური ებარა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ რაფავამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკმა უარი განაცხადა უკანონო პოლიტიკური დავალებების შესრულებაზე, რასაც მას არჩევნების მეორე ტურის წინ ხელისუფლების მაღალჩინოსნები აძლევდნენ.
წყარო – ტვ პირველი
ჩასწორება:
მოგვიანებით, ჭაბუკ რაფავამ “იმედთან” გააკეთა კომენტარი და თქვა:
“დავტოვე თანამდებობა, თუმცა ვრჩები კადრების განკარგულებაში. ეს არ ნიშნავს, რომ სისტემიდან წავედი. შეიძლება სხვა დანაყოფში გავაგრძელო მუშაობა. ეს არავის საქმე არაა, ვიღაცები კი დეზინფორმაციას ავრცელებენ. მე სამმართველოს უფროსის მოადგილე ვიყავი და არა გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე. ასე რომ ნუ ავრცელებენ ჭორებს. მე პოლიციელი ვარ, 30 წელია ვმუშაობ და დემარშით სამსახურიდან არასდროს წავსულვარ“
კომენტარები