სამართალდამცველებმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე დააკავეს.
როგორც “ალიას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, თუმცა ქალი არ დაშავებულა.
დავით ცინარიძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან 2015 წელს გაათავისუფლეს.
სამაგიეროდ, გადაიყვანეს შსს სსიპ-საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, სადაც 2019 წლამდე მუშაობდა.
პარალელურად მუშაობდა შპს “საბა კონსტრაქშენი” – მრჩევლად.
თუმცა, საზოგადოებას ის მაინც ეკა ყურშიტაშვილის ცნობილი ვიდეოდან ახსოვს. როდესაც ქალი საპატრულო პოლიციამ გააჩერა და დასახმარებლად ცინარიძეს ურეკავდა.
კომენტარები