ლელოს წევრი, ლევან სამუშია დარწმუნებულია, რომ შსს ახლა ფორმალურ გამოძიებას აწარმოებს შოვის საქმეზე, რაც შეეხება შესაძლო სამოხელეო დანაშაულს, ამ კუთხით მოკვლევა დაწყებული არ არის:
“ის, რაზეც ხელისუფლება საუბრობს არის სრული აბსურდი და თვალებში ნაცრის შეყრა საზოგადოებისთვის, რომ თითქოს მიმდინარეობს რეალური გამოძიება ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად. არა, ეს არის ფორმალური გამოძიება. სავარაუდო სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით შსს-ს საერთოდ უფლებაც კი არ აქვს აწარმოოს გამოძიება. ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა რომ მოხდება, ამ აზრისგან ძალიან შორს ვართ, მაგრამ აუცილებელია გამოძიების ეტაპების ჩატარება, ხოლო შემდგომში, საბოლოოდ, მოვა დრო და მიეცემა ყველაფერს შეფასება,“
კომენტარები