პიარტექნოლოგი, გიორგი კალატოზიშვილი:
“ვოისის გუშინდელი ფინალის შემდეგ კონკურსებზე ატყდა ერთი ამბავი და ბარემ მეც ერთ ამბავს მოგიყვებით. შსს-ში ვმუშაობ და გამოვაცხადეთ ფოტოკონკურსი საგზაო მოძრაობის წესების დაცვის თემაზე. კონკურსის გამარჯვებული უნდა გამოვლენილიყო ლაიქებით. ხოდა, ვიღაც ლავიწმომტვრეულმა ტიპმა გამოავზავნა თავისი რენტგენის ფოტო… და გაიმარჯვა ლაიქებით. აი, დადუმდა და დამძიმდა მთელი შსს და მისი კონტრაქტორი სარეკლამო კომპანია, რომელმაც დააწესა ეს კრიტერიუმი – როგორ გინდა ახლა მისცე პრიზი უბრალო რენტგენს! მაგრამ წესები წესებია. ხოდა, კონკურსში წესები წყვეტს ბედს და არა ნიჭი.”
კომენტარები