შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ აქტივისტები დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია 18:00 საათზე დაიწყო. ისინი დღეს, 14 აპრილს დაკავებულ გიორგი მუმლაძის გათავისუფლებას და იმ პოლიციელების დასჯას ითხოვენ, რომლებიც, მათი თქმით აქტივისტებს ძალადობრივად აკავებენ.
სამართალდამცველებმა დღეს, 14 აპრილს, ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან 5 სამოქალაქო აქტივისტი, ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე წარწერების გაკეთების გამო დააკავა, მათ შორის გიორგი მუმლაძეც. ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის 5-დღიანი კარანტინის გაუქმებას მოითხოვდნენ. 5-ვე აქტივისტი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
წყარო – ტაბულა
კომენტარები