თადარიგის პოლკოვნიკი, გიორგი თავდგირიძე:
“რა საინტერესოა, რა ერთიანობით, ემოციურად და ენერგიულად დაიგმო ახალგაზრდები. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ “ძველგაზრდები” საბაბს ელოდებოდნენ, რომ თავის ბოღმა გადმოენთხიათ. ნანატრი საბაბიც გამოჩნდა, პროტესტის დროს გამოვლენილი ძალადობრივი მომენტი. რა არის საინტერესო და უცნაური? ხალხი რომელიც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ფეისბუკში (ესეც საკმარისია სხვა მაგალითები რომ არ მოვიყვანო) ერთმანეთზე ძალადობს სიტყვიერად, ფსიქოლოგიურად, მორალურად, ყოველგვარი ეთიკური და ადამიანური ჩარჩოების გარეშე, ცოტახნით მოწყდა თავის საყვარელ საქმიანობას და იშვიათი ერთიანობით დაგმო ზოგადად ახალგაზრდობა. პატივცემულო მორალისტებო, ან ცოტახნით მოწყდით ერთმანეთის გინება-წყევლა-დამუნათების ფრიად სასარგებლო და საინტერესო საქმიანობას და დაეხმარეთ ახალგაზრდებს მომავლის იმედის დაბრუნებაში, ან საერთოდ არ ჩაერიოთ. არ ჩანს ეს ჩარევა ლამაზი. ისე გავს, თითქოს ვიღაცაზე გაბოროტებული მომავალ თაობას ებრძვით, მომავალ თაობას, ახალგაზრდებს. თანაც ახალგაზრდობასთან ბრძოლა დროსთან ბრძოლას გავს და ეგ ბრძოლა არავის მოუგია.”
კომენტარები