“ტელეკომპანია” იმედის ინფორმაციით საპატრიარქოს წინააღმდეგ, კონკრეტული ჯგუფები ამბოხს ამზადებდნენ.
“იმედის კვირის” მტკიცებით, სავარაუდო ფარულ ჩანაწერებში მოხსენიებულია თეოლოგი გოჩა ბარნოვი, რომელიც აცხადებს, რომ უღირსი მღვდელმთავრებისგან ეკლესიის გაწმენდა შესაძლებელი იქნებოდა აშშ-ის დახმარებითა და ხელისუფლების ცვლილებით. ბარნოვის გეგმის მიხედვით, უნდა მომხდარიყო საპატრიარქოს შტურმით აღება და მღვდელმთავრების დაპატიმრება, ხოლო ახალი მღვდელმთავრების კურთხევას შეასრულებდა მსოფლიო საპატრიარქოდან მოწვეული 3 ეპისკოპოსი. მისივე განცხადებით, ეკლესიის სამართავად საკმარისი იქნება 12 მღვდელმთავარი და დიდი ქალაქებისთვის (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) დამხმარე ეპისკოპოსები.
ამავე კრებსის მიხედვით, თეოლოგი გოჩა ბარნოვი ერთ-ერთი მთავარი გმირია, რომელიც ძირითადად „ევროპული საქართველოს“ ლიდერებთან, რადიკალურ ოპოზიციასთან აფილირებულ მედიამენეჯერებთან, მღვდელმთავრებთან და თეოლოგებთან ერთად საერო და სასულიერო ხელისუფლების შეცვლის გეგმებს აწყობდა და განიხილავდა.
კომენტარები