,,ნიუ ლაიფის” დამფუძნებელი, მარიამ კუკუნაშვილი:
“ჩართეთ BBC და მერე გადართეთ რუსთავი ორზე. ყველაფერი ნათელია არა? ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ და იმის გამო, რომ თემა ქალთა უფლებებზე იყო, მაინც დავთანხმდი მივსულიყავი. დავთანხმდი და მწარედ ვინანე კიდევ ერთხელ, რადგან ერთი საათი ვისმინე უმეცრება, ჭორი, ფუჭი და არაფრისმომცემი დავა, რეიტინგზე და არა კონკრეტულ პრობლემაზე ორიენტირება. არ შეიძლება 24 საათი დაკავებული იყო ნეგატივის, აგრესიის, სხვისი პირადის ქექვის, ჭორის, უგემოვნებობის და უინტელექტობის ტრანსლირებით. და თუ ამას აკეთებ ემსახურები ბოროტებას! ბოროტება ჩემს ხელში ფარატინა ფურცელიათქო ვუთხარი ჩემს თავს და შუა გადაცემიდან ავდექი და წამოვედი.”
კომენტარები